მარნეულელმა ლიზა დავაძემ საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მარნეულელმა სპორტსმენმა, ლიზა დავაძემ, თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლიზას მწვრთნელის, სანდრო იაკობაშვილის თქმით, აღნიშნული შედეგი სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან მას ოფიციალურად ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

ეს შეჯიბრი ძალიან მნიშვნლოვანი იყო, ვინაიდან საქართველოს ჩემპიონატი იყო ჭაბუკთა შორის. ეოვნული ნაკრები უკვე დაკომპლექტაა, გუნდი ჩამოყალიბდა და ლიზის მიეცემა შესაძებლობა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე მიიღოს მონაწილეობა.

შესაძლებლობა აქვს კონკურენციაში ჩაერთოს და თუ თავის კონკურენტებს აჯობებს, ის ოფიციალურად იჭიდავებს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე. აღნიშნული შედეგით ის უკვე ოფიციალურად ირიცხება ეროვნულ ნაკრებში“
- ამბობს სანდრო იაკობაშვილი

საქართველოს ჩემპიონატი გოგონათა შორის (2009–2010 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის) თბილისში გაიმართა. შეჯიბრებაზე მარნეულელმა ძიუდოისტმა ლიზა დავაძემ 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები