წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ა.ა.ი.პ.
„თრიალეთის ექსპრესისგან“ გაზეთების
შესყიდვისათვის გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა. წალკის მერიასა
და „თრიალეთის ექსპრესს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით,
მერია გაზეთის 2026 წლის განმავლობაში ყოველ წელს შეიძენს.
გაზეთების შესყიდვის თხოვნით წალკის მერს, ილია საბაძეს „თრიალეთის
ექსპრესის“ რედაქტორმა ნაზი მეშველიანმა მიმართა.
„ბატონო ილია, მოგეხსენებათ ადგილობრივი ბეჭდვით მედიის
როლი მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი გაზეთი ერთერთი მთავარი პოლიტიკის
მატარებელია და ის ხელს უწყობს მოსახლეობამ დროულად მიიღოს საჭირო
ინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ გაზეთი „თრიალეთის ექსპრესისათვის“
შესაძენად 2026 წლისათვის გამოყოთ თანხა, თვეში 300 ლარის ოდენობით,
რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას“. - აღნიშნულია
ნაზი მეშველიანის მიერ წალკის მერისათვის გაგზავნილ განცხადებაში
წალკის მუნიციპალიტეტის მერია ნაზი მეშველიანისაგან 300 გაზეთს
ყოველთვიურად შეისყიდის. ერთი გაზეთის ღირებულება 1 ლარი იქნება.
წალკის მერიამ 2026 „თრიალეთის ექსპრესის“ შესაძენად 3 600 ლარის
ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
რადიო „მარნეული“