გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ ქათმის კვერცხი
და თაფლი 101 516 ლარად შეიძინა. გაერთიანება აღნიშნული პროდუქტების
შეძენას 114 401 ლარად გეგმავდა, თუმცა ტენდერში მონაწილეობა
ერთადერთმა კომპანია „სახანძრო ტექნიკმა“ მიიღო, რომელმაც
გაერთიანებას პროდუქტების მიწოდება 101 516 ლარად შესთავაზა.
• ქათმის კვერცხი – 180 730 ცალი. კვერცხი უნდა იყოს I კატეგორიის,
ახალი, მთლიანი, დაზიანების გარეშე, მინიმუმ 50 გრამის წონით, თეთრი
ან მოყავისფრო ფერის, მარკირებული და დაფასოებული მუყაოს ფირფიტებზე.
მიწოდებული პროდუქციის ვარგისიანობის ვადა საერთო ვადის არანაკლებ
70%-ს უნდა შეადგენდეს.
• ნატურალური თაფლი – 750 კგ. თაფლი უნდა იყოს ერთგვაროვანი
კონსისტენციის, ქიმიური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე,
ბლანტი სტრუქტურით და დაფასოებული 1–5 ლიტრიან პლასტმასის
ჭურჭელში.
„სახანძრო ტექნიკი“ ვალდებულია გარდაბნის ბაღებს პროდუქტი
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით,
ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს.
გარდა აღნიშნული ტენდერისა, გარდაბნის მერიას კიდევ რამდენიმე ტენდერი
აქვს გამოცხადებული საკვები პროდუქტებისთვის, რომელთა ნაწილი ამჟამად
მიმდინარეა.
ფოტო:ინტერნეტიდან