საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით,
მარნეულის მუნიციპალიტეტში 109 129 ადამიანი ცხოვრობს.
საქსტატის მიხედვით, 2024 წელთან შედარებით 2025 წელს მარნეულში
მცხოვრებ მოქალაქეთა რაოდენობა გაზრდილია.
გთავაზობთ მარნეულის მოსახლეობის რაოდენობის ჩამონათვალს ბოლო 5 წლის
მონაცემების მიხედვით:
2025 წელს 109 129 ადამიანი;
2024 წელს 108 474 ადამიანი;
2023 წელს 109 125 ადამიანი;
2022 წელს 107 491 ადამიანი;
2021 წელს 107 824 ადამიანი.
2025 წლის საქსტატის მონაცემების მიხედვით, ქვემო ქართლის მასშტაბით
მარნეული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილასაა. რუსთავის
მუნიციპალიტეტში 128 249 ადამიანი ცხოვრობს, მარნეულის
მუნიციპალიტეტში 109 129 ადამიანი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 77 713
ადამიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 57 410 ადამიანი, თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტში 23 799 ადამიანი, დმანისის მუნიციპალიტეტში 22 415,
ხოლო წალკის მუნიციპალიტეტში 20 194 ადამიანი.
საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი 1 282 574 ადამიანი დედაქალაქში,
თბილისში, ცხოვრობს.
აღსანიშნავია, საქართველოში სულ 5 მუნიციპალიტეტია, თბილისის გარდა,
სადაც 100 000 ადამიანზე მეტი ცხოვრობს:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში 186 949 ადამიანი;
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 123 722 ადამიანი;
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში 128 249 ადამიანი;
მარნეულის მუნიციპალიტეტში 109 129 ადამიანი;
გორის მუნიციპალიტეტში 113 679 ადამიანი.
რადიო „მარნეული“