თოვლის გამო ქალაქ მარნეულს და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ქალაქ მარნეულსა და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება 20 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათიდან შეწყდა. რადიო „მარნეულს“ ენერგო-პრო ჯორჯიაში განუცხადეს, რომ ელექტროენერგიის შეწყვეტა უამინდობას უკავშირდება - ფიქსირდება ავარიული დაზიანებები.

ენერგო-პრო ჯორჯიას განმარტებით, სხვადასხვა მიმართულებებით ფიქსირდება დაზიანება და ვერ დაადასტურებენ ზუსტ დროს, თუ როდის აღდგება ელექტროენრგია. კომპანიის განცხადებით, მიმდინარეობს აღდგენითი

სამუშაოები და რამდენიემ საათში მოხდება მიმართულებების ჩართვა. აღნიშნავენ, რომ ყველა აბონენტს დღის ბოლომდე მიეწოდება ელექტროენერგია.

რამდენიმე დღეა რაც მარნეულის მუნიციპალიტეტში თოვს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მაღალმთიან სოფლებში გზების გაწმენდითი სამუშაოებიც დაიწყო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები