მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორგიულში არსებული სარწყავი არხის
რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის 61`590 ლარიანი ტენდერი
გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია
მონოლითური რკ/ ბეტონის სარწყავი არხის მოწყობა სიგრძით: 310
მეტრი.
“სარწყავი არხი მოსაწყობია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
ნორგიულში (ყოფილი ე.წ. მირზოვკა), რადგან დღეის მდგომარეობით
არსებული გრუნტის კიუვეტი, რომელიც გადის მოსახლეობის ნაკვეთებზე
დაზიანებულია, რის გამოც სარწყავი წყალი ვერ მიედინება დანიშნულების
ადგილამდე და იტბორება მოსახლეობის მიმდებარე საკარმიდამო ნაკვეთები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მოეწყოს ახალი სანიაღვრე
არხი.” - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 30 იანვრიდან 2
თებერვლამდე პერიოდში შეუძლიათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში
მიაწოდოს.