შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
მარნეულის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1977
წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით 1979 წელს
დაბადებულ ს.ჯ.-ს ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც
შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
რ.ა.
ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა
ნივთმტკიცებად არის ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.