მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ
კაჩაგანში სასმელი წყლის ტუმბოს მოწყობას გეგმავს.
მარნეულის მერიამ სასმელი წყლის ტუმბოს შეძენისა და მისი თანმდევი
მონტაჟის შესყიდვისათვის ტენდერი 21 იანვარს გამოაცხადა.
სატენდერო წინადადების მიხედვით, მუნიციპალიტეტი შეისყიდის
წყალმომარაგების ტუმბოს, მასთან თავსებად მართვის კარადას და
სადგარს.
მარნეულის მერია სოფელ კაჩაგანში სასმელი წყლის სისტემისთვის
წყალმომარაგების ტუმბოს შესყიდვას 27 966 ლარად გეგმავს. თანხა
სრულიად მარნეულის მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
ტენდერში მონაწილეობა კომპანიებს 27-დან 29 იანვრამდე პერიოდში
შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები
ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში შეასრულოს.
რადიო „მარნეული“