მარნეულის ბაღების გაერთიანებამ 11 197 ლარის ჰიგიენური საშუალებები იყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო საშუალებები 11 197 ლარად იყიდა. შესყიდვა პირდაპირი წესით, შპს „მეგა ჰოულდინგთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა.

შესყიდული პროდუქცია მოიცავს ბაგა-ბაღებისთვის აუცილებელ სხვადასხვა ჰიგიენურ ნივთს, მათ შორის ნაგვის ცელოფნებს, მაგიდისა და იატაკის ტილოებს, ჭურჭლის ღრუბლებსა და სარეცხ საშუალებებს.

6 460 ლარი დაიხარჯა:

  • 35 ლიტრიანი ნაგვის ცელოფანი (20-ცალიანი) — 500 შეკვრა
  • 60 ლიტრიანი ნაგვის ცელოფანი (10-ცალიანი) — 50 შეკვრა
  • მაგიდის ტილო (3-ცალიანი) — 750 შეკვრა
  • პოლიესტერის იატაკის ტილო — 120 ცალი
  • ჭურჭლის ღრუბელი (5-ცალიანი) — 400 შეკვრა
  • ჭურჭლის სარეცხი ჟელე (5 ლიტრი) — 100 ცალი
  • ტუალეტის საწმენდი ჟელე „დომესტოსი“ — 100 ცალი
  • სარეცხი ფხვნილი „ABC avtomat“ (9 კგ) — 20 ცალი
  • ტუალეტის საწმენდი ხსნარი „ACE“ (4 ლიტრი) — 100 ცალი
  • სახეხი ფხვნილი (0.5 კგ) — 200 ცალი
5`598.50 ლარად იყიდეს:
  • ქაღალდის ხელსახოცები (200-ცალიანი) — 1 800 ცალი
  • სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცები (12-ცალიანი) — 30 შეკვრა
  • ტუალეტის ქაღალდი — 1 200 ცალი
  • თხევადი საპონი (5 ლიტრი) — 35 ცალი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები