დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ 3-8 მარტის, ნოვრუზ ბაირამისა და
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაჩუქრე კალათებისა და ყუთების
შესაძენად 38 373 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
ოთხი დღესასწაულისათვის თვითმმართველობა კალათებს სხვადასხვა სახის
პროდუქტებთან ერთად შეიძენს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მათ
შორის ნოვრუზ ბაირამის 15
სასაჩუქრე კალათაში შემდეგი პროდუქტები იქნება გათვალისწინებული:
- ყავა
- ნატურალური წვენი
- ჩაი
- რახათ-ლუხუმი
- ჰალვა
- ინდიხურმა
- ფახლავა
- თხილეული
- თაფლი
- ტკბილეული
- შოკოლადი
- მისალოცი ბალათი
ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 15-17 თებერვლის პერიოდში
შეეძლებათ.
გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას სამუშაოები ხელშეკრულების
გაფორმებიდან ეტაპობრივად, 20 აპრილამდე მიაწოდოს.