მერიამ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლში სასმელი წყლის
მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შედგენისათვის 25 000 ლარიანი
ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გათვალისწინებულია სასმელი წყლის
ჭაბურღილის მოწყობა, შიდა ქსელის მოწყობა, საჭიროების შემთხვევაში
ახალი ავზი და მრიცხველების მონტაჟი.
- სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა - სტანდარტების
შესაბამისად
- საჭიროების შემთხოვაში ახალი ავზის მოწყობა - სტანდარტების
შესაბამისად
- საჭიროების შემთხოვაში საქლორატორო შენობების მშენებლობა და
- ტექნოლოგიური ნაწილის მოწყობა - სტანდარტების შესაბამისად
- სასმელი წყლის მრიცხველების მოწყობა
- საჭიროების შემთხვევაში სათაო ნაგებობის პერიმეტრის
შემოღობვა.
საპროექტო ორგანიზაციამ სრულად უნდა შეისწავლოს სოფლეში არსებული
მდგომარეობა შპს „მარნეული სოფწყალი“-ს თანამშრომელთან ერთად.
პროექტის მიღება ჩაბარება
გაფორმდება შპს „მარნეული სოფწყალი“-ს თანხმობის შემდგომ. სამუშაოების
სავარაუდო ღირებულება 1 000 000 ლარია.