16 თებერვალს "კრება" მარნეულის 12 სოფელში ჩატარდება
მარნეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 16 თებერვალს 12 სოფელში გაიმართება.

სოფლის კრებების ფარგლებში, მერიაში მოქმედი ჯგუფები შეხვედრებს გამართავენ წერეთელში, საიმერლოში, დიდ ბეგლიარში, პატარა ბეგლიარში, ნორგიულში, არაფლოში, ახლომახმუდლოში, სეიდგოჯალოში, წითელსოფელში, მეწამულადა და დაშტაფაში.

გთავაზობთ ჩამონათვალს გრაფიკის მიხედვით:

  • სოფ. წერეთელი (რიტუალების სახლის მიმდებარედ) - 16 თებერვალი 12:00 სთ
  • სოფ. საიმერლო (საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია) - 16 თებერვალი 14:00 სთ
  • სოფ. დიდი ბეგლიარი ( სკოლის მიმდებარე ტერიტორია) - 16 თებერვალი 15:00 სთ
  • სოფ. პატარა ბეგლიარი ( სოფლის ცენტრი) - 16 თებერვალი 15:30 სთ
  • სოფ. ნორგიული ( სკოლის მიმდებარე ტერიტორია) - 16 თებერვალი 13:00 სთ
  • სოფ. არაფლო( საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია) - 16 თებერვალი 11:00 სთ
  • სოფ. ახლომახმუდლო ( სკოლის მიმდებარე ტერიტორია) - 16 თებერვალი 12:00 სთ
  • სოფ. ენიკენდი ( საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია)- 16 თებერვალი 13:00 სთ
  • სოფ. სეიდგოჯალო ( სკოლის მიმდებარე ტერიტორია) - 16 თებერვალი

    14:00 სთ
  • სოფ. წითელი სოფელი - მეწამულა (წითელი სოფელი, სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 16 თებერვალი 11:00 სთ
  • დაშტაფა (სკოლის მიმდებარე ტერიტორია) - 16 თებერვალი 12:00 სთ

პროექტები, რომლის დასახელებაც “კრებაზე” შეგიძლიათ:

• სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ);
• სარწყავი სისტემები;
• სანიაღვრე არხები;
• ნაპირსამაგრი სამუშაოები;
• გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
• ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
• გარე განათება;
• სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
• ამბულატორიის შენობები;
• სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
• სკვერები,მათ შორის,საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
• მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
• გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
• საზოგადოებრივი ტრანსპორტი


2026 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 1 232 000 ლარი გამოიყო.

თანხა სოფლების მიხედვით გადანაწილდება. მინიმალური 10 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

გარეკანის ფოტო: არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები