ბოლნისის მერია "იმედს" რელიზების გავრცელებაში 3750 ლარს გადაუხდის
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ინფორმაციის გავრცელებისათვის გამარტივებული წესით 3 750 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ტელეკომპანია „იმედთან“ გააფორმა.

ბოლნისის მერიასა და შპს „ტელეიმედს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2026 წლის განმავლობაში, „იმედმა“ ბოლნისის მერიის მიერ მიწოდებული არაუმეტეს 30 საინფორმაციო რელიზი უნდა გაავრცელოს.

“სააგენტოს მიერ დამკვეთისათვის საინფორმაციო სფეროში მომსახურების გაწევა - სარეკლამო მომსახურება ( შემსყიდველი ორგანიზაციის უზრუნველყოფა საინფორმაციო მხარდაჭერით, რელიზების გავრცელება ვებ-გვერდზე

www.imedinews.ge (მომსახურების პერიოდის განმალობაში არაუმეტეს 30 რელიზისა)”
- წერია ხელშეკრულების საგნად გამარტივებულ შესყიდვაში.

მერიასა და ტელეკომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ერთ თვიანი მომსახურების ღირებულება 625 ლარია.

ტელეიმედთან აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული ქვემო ქართლში ასევე გარდაბანსა და რუსთავს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები