ქვემო ქართლის მერები და მათი სამუშაო გამოცდილება
დაურ ისმაილოვი, ზამურ ჭითანავა, კობა მურადაშვილი, დავით კარგარეთელი, ილია საბაძე და მიხეილ აფციაური - ეს ქვემო ქართლის ექვსი მუნიციპალიტეტის მერია.

ყველა მათგანი “ქართული ოცნებიდანაა”. ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერების კარიერული გზის მიმოხილვა აჩვენებს, რომ რეგიონის ხელმძღვანელთა ნაწილს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ პროფესიულ ბიოგრაფიებში ხშირად გვხვდება.

გთავაზობთ მუნიციპალიტეტებს, მერების ვინაობას

და მათ განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას, რაც მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებ-გვერდებზეა გამოქვეყნებული.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი - დაური ისმაილოვი



განათლება:
2017-2019 საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ადგილობრივი თვითმართველობის სამაგისტრო პროგრამა;
2013-2017 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალობა, ბაკალავრი;

სამუშაო გამოცდილება:
2025-დღემდე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი;
2022-2025 მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, ახალგაზრდული საკითხების მიმართულებით;
2019-2022 ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური;
2017-2019 საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო;
2014-2019 შპს „ელინის“ დირექტორი;

ტრენინგები:

ნიდერლანდების დემოკრატიული სკოლა (NIMD)
ეუთოს სხვადასხვა პროგრამები (OSCE)
ორატორული ხელოვნება - ორატორული სკოლა

ფლობს ქართულ, აზერბაიჯანულ, თურქულ, ინგლისურ და რუსულ ენებს;

ზამურ ჭითანავა - ბოლბისის მუნიციპალიტეტის მერი.



განათლება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
იურისტი მაგისტრანტი

სამუშაო გამოცდილება

  • 2025 წლიდან არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი;
  • 01.06.2022-01.06.2023 წწ. - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის, მონიტორინგისა და ინსპექტირების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
  • 01.09.2014 - 01.06.2015 -შპს. ,,არემჯი გოლდის" ადეერი ქარხნის ზედამხედველი;
  • 01.09.2012 - 01.08.2014 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ბოლნისის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე;
  • 01.02.2011 - 01.08.2012- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი;
  • 01.12.2008 - 01.08.2010- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს საგამოძიებო ოპერატიული და დაზვერვის სამსახურის უფროსი;
  • 01.11.2006 - 01.11.2008- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის გუგუთის N2 განყოფილების უფროსის მოადგილე;
  • 01.01.2004 - 01.10.2006- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი;
  • 01.01.2001 - 01.07.2003- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი;
  • აქვს კერძო ბიზნესში მუშაობის გამოცდილება.
უცხო ენები:
რუსული

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - კობა მურადაშვილი



სამუშაო გამოცდილება:
  • საქართველოს პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 1995 - 1998 უმცროსი ინსპექტორი კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ პირთა დაცვის ღონისძიებების განხორციელება და მათი საქმიანობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა.
  • ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი 1998 -2010 (უბნის ინსპექტორი- სამმართველოს უფროსი)
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი. 2012 - 2013 განყოფილების უფროსი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში პრევენციული, სამართალდარღვევაზე რეაგირების, საპოლიციო, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება.
  • შსს, ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილება 2013 -  2014 განყოფილების უფროსი კანონმდებლობით გათვალისწინებული საპოლიციო, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
  • ანტიკორუფციული სააგენტოს 2014 -  2015 ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო. სამმართველოს უფროსი კომპტენეციის ფარგლებში სამოხელეო, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება.
  • სუს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, ქ. თბილისის მთავარი სამმართველო 2016 -  2021 მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
განათლება:

• სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა. 1993 - 1996  სამრეწველო-ეკონომიკური ინსტიტუტი
• სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა 1996 - 2001,  სამრეწველო ბიზნესის ინსტიტუტი
გავლილი ტრეინინგები:
• საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური გადამზადების კურსები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა გადამზადების სპეციალური კურსები.

კომპიუტერული პროგრამები: Microsoft office (Word, Excel, PowerPoint);
ენები: ქართული. ინგლისური. რუსული.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი - დავით კარგარეთელი



განათლება:


09.2002 – 07.2006 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება, ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება:

• 27.10.2021 – დღემდე – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი
• 21.01.2021 – 26.10.2021 – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე
• 28.07.2020 – 20.01.2021 – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
• 01.2008 – 07. 2020 – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია – ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის პროექტების კოორდინატორი
• 11.2015 – 12.2017 – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, ზედამხედველობის სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
• 08.2014 – 11.2015 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, მერის წარმომადგენელი სოფელ მარტყოფში
• 10.2012 – 08.2014 – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, სპორტული ცენტრის დირექტორი
• 11.2011 – 10.2012 – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
• 11.2010 – 11.2011 – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელი მარტყოფის ტერიტორიული ერთეულის სპეციალისტი
• 03.2009 – 11.2010 – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი

წალკის მუნიციპალიტეტის მერი - ილია საბაძე



განათლება:

  • 1997 წელს დაამთავრა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია
  • 1988 წელს დაამთავრა ქალაქ კიროვის სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტი
  • 1982 წელს დაამთავრა წალკის რაიონის სოფელი რეხის საშუალო სკოლა
სამუშაო გამოცდილება:
  • 2017 წ. - დან დღემდე წალკის მუნიციპალიტეტის მერი;
  • 2013 - 2017 წწ წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
  • 2012 - 2013 წელს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
  • 2011-2012 წლებში საქართველოს შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე;
  • 2003-2011 წლებში საქართველოს შსს -ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აღმოსავლეთ რეგიონალური სამმართველოს წალკა - თეთრიწყაროს განყოფილების უფროსი;
  • 1999-2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წალკა თეთრიწყაროს განყოფილების უფროსი;
  • 1993-1999 წლებში საქართვლოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წალკა თეთრიწყაროს განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობებზე;
  • 1992 წელს წალკის რაიონის სამხედრო კომისარიატის სპეციალისტი;
ქვემო ქართლში კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი, თეთრიწყარო შედის. მისი მერი “ქართული ოცნების” წევრი, მიხეილ აფციაურია, თუმცა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე არაა განთავსებული ინფორმაცია მერის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები