ქალაქ მარნეულში 463 კვ.მ მიწა მუნიციპალიტეტმა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ მარნეულში მდებარე მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა. დღეს, 16 თებერვალს, მარნეულის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე პირველ საკითხად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ხარშილაძის, მოხსენებითი ბარათი განიხილეს.

დავით ხარშილაძის განმარტებით, სახელმწიფოსათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის უსასყიდლოდ გადაცემის თხოვნით მერიას ქოენბის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში

შემოსულია ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი რითაც ითხოვენ ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, 463 კვ.მ მიწის ფართის სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. როგორც დადგინდა, აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და თვითმმართველობის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად მუნიციპალური ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა ექვემდებარება მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, აღნიშნული წერილი შემდგომი რეაგირების მიზნით გადმოგზავნილი იქნა მუნიციპალიტეტის საკრებულოში“.
- განაცხადა დავით ხარშილაძემ

დღეს, 16 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე სულ 4 საკითხი განიხილეს. ოთხივე საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. საკითხების განხილვის დროს არც ერთ დეპუტატს დამატებითი კითხვები არ დაუსვამს.

რადიო „მარნეული“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები