მარნეულელებს მერიისაგან მკურნალობის დაფინანსების მოთხოვნაც შეეძლებათ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დადგენილებაში შესული ცვლილებების მიხედვით, მარნეულელებს მერიისაგან მკურნალობის თანხების დაფინანსების მოთხოვნაც შეეძლებათ. დღეს, 16 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხს.

საკითხის მომხსენებელმა, მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, მამუკა შუბითიძემ განაცხადა, რომ ამ დრომდე მერიას მკურნალობის დაფინანსების უფლება არ ჰქონდა.

„აქამდე გვქონდა ოპერაციის და გამოკვლევების დაფინანსება და ახლა ვამატებთ

მკურნალობის დაფინანსებასაც“
. - განაცხადა მამუკა შუბითიძემ

მკურნალობის დაფინანსების მოთხოვნით მოქალაქეს მარნეულის მერისათვის მიმართვა შეეძლება. მიმართვას სპეციალური კომისია განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას დაფინანსება/არ დაფინანსებისა და გამოსაყოფი თანხების შესახებ.

დღეს, 16 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე სულ 4 საკითხი განიხილეს. ოთხივე საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. საკითხების განხილვის დროს არც ერთ დეპუტატს დამატებითი კითხვები არ დაუსვამს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები