დედის დღეს, 3 მარტს, მარნეულის სამშობიაროში პირველი ბავშვი დაიბადა.
როგორც რადიო „მარნეული“-ს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამშობიარო და
ამბულატორიული ცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა, მათ კლინიკაში 29 წლის
ქალმა 09:55 საათზე იმშობიარა და გოგო შეეძინა.
დედისთვის
ეს მესამე მშობიარობაა. როგორც დედა, ასევე ახალშობილიც
თავს კარგად გრძნობენ.
კიდევ ერთი სამშობიარო, რომელიც მარნეულში ფუნქციონირებს, „ავერსი“-ს
კლინიკაა. სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის
მათთან მშობიარობა არ დაფიქსირებულა.