საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე
მარნეულის მერიის თანამშრომელი და მასთან დაკავშირებული პირი
დააკავა.
ჩამატება: სუს-ში რადიო "მარნეულს" განუცხადეს, რომ რიმა
ოთარაშვილი არ დაუკავებიათ, ის განაჩენს არასაპატიმრო აღკვეთი
ღონისძიების პირობებში დაელოდება.
დღეს, 9 მარტს, სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
თანამშრომელი და ერთი მოქალაქე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში
მდებარე 20 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად
დაყოფ-გამიჯვნის საკითხის თითქოსდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში
დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
თანამშრომელმა და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა მოქალაქისგან
მოითხოვეს 60 000 აშშ დოლარი, საედანაც წინასწარ აიღეს 5 000 აშშ
დოლარი“. - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს,
თუ როგორ იღებს თანხას მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
თანამშრომელი რიმა ოთარაშვილი და მოქალაქეს 60 000 დოლარად სთავაზობს
საქმის 100%-იან მოგვარებას და აცხადებს, რომ „ამ საქმის მთავარი
ფიგურა იქნება მერი“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის
ა). და მესამე ნაწილის ბ). ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის
სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.