12 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განცხადებით ხვალ, 12 მარტს, საკრებულოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე განსახილველად 5 საკითხი იქნება გამოტანილი.

სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორისაა 2026 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შერჩეული პროექტების მოწონებისა და საკრებულოსა და მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ საკითხებიც.

გთავაზობთ დღის წესრიგით განსახილველი საკითხების სიას:

1. მარნეულის მუნიციპალიტეტში 2026 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.
/მომხს. ადილ ალიევი, მამუკა შუბითიძე/
2. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შეთანხმების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის №80 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. თეონა ფარჯიანი, მამუკა შუბითიძე/
3. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის N63 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. თეონა ფარჯიანი/
4. „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. თეონა ფარჯიანი მამუკა შუბითიძე/
5. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელ ჯვარს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს. მამუკა შუბითიძე/

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები