გაიგეთ რა პროექტი განხორციელდება თქვენს დასახლებაში - საკრებულომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაამტკიცა
მარნეულის საკრებულომ მხარი დაუჭირა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების სიას. დღეს, 12 მარტს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკითხი განსახილველად საკრებულოს წევრმა ადილ ალიევმა გამოიტანა.

2026 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 1 232 000 ლარი გამოიყო.

თანხა სოფლების მიხედვით გადანაწილდება. მინიმალური 10 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა შუბითიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მარნეულის მერია გამოყოფს თანხებს თითოეული პროექტის განსახორციელებლად.

გთავაზობთ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარნეულის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალს:

კასუმლოს ადმინისტრაციული ერთეული:
კასუმლო - სასაფლაოს კეთილმოწყობა - 20 000 ლარი
აღმამედლო - საბავშვო სკვერის მოწყობა - 20 000 ლარი
კუშჩუ - შიდა გზების რეაბილიტაცია - 16 000 ლარი
ბაითალო - საბავშვო სკვერის მოწყობა - 12 000 ლარი
ულაშლო - სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია - 16 000 ლარი
ბეითარაფჩი - მოსაცდელის მოწყობა - 16 000 ლარი

დამია-გეორარხის ადმინისტრაციული ერთეული:
დამია-გეორარხი - საბავშვო სკვერის მოწყობა - 20 000 ლარი
დამია - შიდა გზების მოწყობა - 20 000 ლარი
კიროვკა - საბავშვო სკვერის მოწყობა - 16 000 ლარი
ახლოლალო - საბავშვო სკვერის მოწყობა - 16 000 ლარი

ყულარის ადმინისტრაციული ერთეული:
წითელსოფელი - სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია - 16 000 ლარი
მეწამულა - სარწყვაი სისტემის რეაბილიტაცია - 10 000 ლარი
დაშტაფა - სარწყვაი სისტემის რეაბილიტაცია - 20 000 ლარი
მარადისი - არსებული სკვერის კეთილმოწყობა - 12 000 ლარი
ზემო ყულარი - სპორტული მოედნის მოწყობა - 20 000 ლარი
ქვემო ყულარი - არსებული სკვერის კეთილმოწყობა - 16 000 ლარი
კირიხლო - საბავშვო სკვერის მოწყობა - 20 000 ლარი

ხოჯორნის ადმინისტრაციული ერთეული:
ხოჯორნი - სკვერის რეაბილიტაცია - 16 000 ლარი
ბრდაზორი - შიდა გზების მოწყობა - 10 000 ლარი
გიულბახი - სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია - 12 000 ლარი
წოფი - სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია - 16 000 ლარი

წერაქვის ადმინისტრაციული ერთეული:
წერაქვი - საბავშვო სკვერის მოწყობა - 10 000 ლარი
ჯანხო - სასმელი წყლის რეაბილიტაცია - 10 000 ლარი
სიონი - საფეხმავლო ხიდის მოწყობა - 10 000 ლარი

ალგეთის ადმინისტრაციული ერთეული;
ალგეთი - გარე განათების მოწყობა - 20 000 ლარი
თაზაქენდი - სკვერის მოწყობა - 20 000 ლარი
საბირქენდი - სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია - 20 000 ლარი
აზიზქენდი - გარე განათების მოწყობა - 20 000 ლარი
გაჯისქენდი - სპორტული მოედანის მოწყობა - 16 000 ლარი

ყიზლაჯლოს ადმინისტრაციული ერთეული:
სოფელი ყიზლაჯლო - გარე განათების მოწყობა - 20 000 ლარი

შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეული:
შაუმიანი - შიდა გზების რეაბილიტაცია - 20 000 ლარი
აღკულა - შიდა გზების რეაბილიტაცია - 10 000 ლარი
ხიხანი - სარწყავი წყლის შიდა ქსელის მოწყობა - 16 000 ლარი
ყუდრო - შიდა გზების რეაბილიტაცია - 10 000 ლარი

შულავერის ადმინისტრაციული ერთეული:
შულავერი - სპორტული მოედნის მოწყობა - 20 000 ლარი
იმირი - სავარჯიშოების მოწყობა - 20 000 ლარი
იმირჭალა - სავარჯიშოების მოწყობა - 12 000 ლარი
ქვემო სარალი - საბავშვო სკვერის მოწყობა - 20 000 ლარი
ზემო სარალი - სასმელი წყლის რეაბილიტაცია - 16 000 ლარი
არაფლო - სასაფლაოს შემოღობვა - 16 000 ლარი
ახლომახმუდლო - საბავშვო სკვერის მოწყობა - 16 000 ლარი
იენიქენდი - მოსაცდელის მოწყობა - 16 000 ლარი
სეითგოჯალო - სავარჯიშოების მოწყობა - 16 000 ლარი

ქუთლიარის ადმინისტრაციული ერთეული:
ქუთლიარი - გარე განათების მოწყობა - 20 000 ლარი
ბაიდარი - სასაფლაოს ღობის მოწყობა - 16 000 ლარი
დიდი მუღანლო - გარე განათების მოწყობა - 20 000 ლარი
ხუტორ-ლეჟბადინი - შიდა გზების რეაბილიტაცია - 12 000 ლარი
ლეჟბადინი - გარე განათების მოწყობა - 16 000 ლარი

კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეული:
მეორე ქესალო - სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა - 40 000 ლარი
პირველი ქესალო - გარე განათების მოწყობა - 20 000 ლარი
ალგეთის მევენახეობა - სასაფლაოს შემოღობვა - 16 000 ლარი
ამბაროვკა - შიდა გზების რეაბილიტაცია - 16 000 ლარი
ილმაზლო - სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია - 16 000 ლარი
ქეშალო - შიდა გზების რეაბილიტაცია - 20 000 ლარი

კაჩაგანის ადმინისტრაციული ერთეული:
ხანჯიგაზლო - სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია - 12 000 ლარი
კირაჩ-მუღანლო - შიდა გზების რეაბილიტაცია - 20 000 ლარი
თაქალო - სარეკრეაციო სივრცის მოწყობა - 20 000 ლარი
კაჩაგანი - გარე განათების მოწყობა 20 000 ლარი

სადახლოს ადმინისტრაციული ერთეული:
სადახლო - გარე განათების მოწყობა - 20 000 ლარი
ბურმა - შიდა გზების რეაბილიტაცია - 10 000 ლარი
თაზაქენდი - შიდა გზების რეაბილიტაცია - 16 000 ლარი
ხულდარა - შიდა გზების რეაბილიტაცია - 16 000 ლარი
მოლაოღლი - გარე განათების მოწყობა - 20 000 ლარი

ოფრეთის ადმინისტრაციული ერთეული:
ოფრეთი - გარე განათების მოწყობა - 10 000 ლარი
ხოხმელი - სასაფლაოს კეთილმოწყობა - 10 000 ლარი

წერეთლის ადმინისტრაციული ერთეული:
წერეთელი - სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა - 20 000 ლარი
ნორგიული - სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია - 16 000 ლარი
საიმერლო - სარეკრეაციო სივრცის მოწყობა - 20 000 ლარი
დიდი ბეგლიარი - სარეკრეაციო სივრცის მოწყობა - 12 000 ლარი
პატარა ბეგლიარი - საბავშვო სკვერის მოწყობა - 12 000 ლარი

თამარისის ადმინისტრაციული ერთეული:
თამარისი - გარე განათების მოწყობა - 20 000 ლარი
ალავარი - სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია 10 000 ლარი
დიოკნისი - სპორტული მოედნის კეთილმოწყობა - 12 000 ლარი

ახკერპის ადმინისტრაციული ერთეული:
ჩანახჩი - საბავშვო სკვერის მოწყობა - 12 000 ლარი
ახკერპი - ნაპირსამაგრი სამუშაოები - 16 000 ლარი
ვერხვიანი - მისასვლელი გზის რეაბილიტაცია - 10 000 ლარი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები