მარნუელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლებში
შიდა გზების დასაგებად
2 032 318 ლარის ღირებულების სამი ტენდერი გამოაცხადა. მარნეულის
მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, შიდა გზები სამ
სოფელში დაგება.
მერიის მიერ გამოცხადებული პირველი ტენდერის მიხედვით, 895 942 ლარის
დახარჯვაა დაგეგმილი სოფელ აღმამედლოს შიდა ზების რეაბილიტაციის
სამუშაოებში. საპროექტო წინადადების მიხედვით, სოფელ აღმამედლოში 6
შიდა გზის დაგებაა დაგემილი, რომელთა საერთო სიგრძე
1 546 გრძ.მ-ს
შეადგენს.
მერიამ მეორე ტენდერი სოფელ იმირში შიდა გზების რეაბილიტაციის
სამუშაოებისათვის გამოაცხადა. სოფელ იმირში, სამ მონაკვეთზე, გზების
დაგებაში 482 276 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.
„არსებული საპროექტო მონაკვეთი მდებარეობს მარნეულის
ადმინისტრაციულ ერთეულში და წარმოადგენს სოფელ იმირში შიდა გზებს,
რომელიც შედგება სამი ღერძისაგან. ღერძი 1-ის სიგრძე შეადგენს-752
მეტრს, ღერძი 2-ის სიგრძე შეადგენს-259 მეტრს, ხოლო ღერძი 3-ის სიგრძე
შეადგენს 231 მეტრს, სამივე ღერძი მთლიანად მოხრეშილია, არსებული
მონაკვეთები მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ უბნებში. პირველ ღერძზე
მოსაწესრიგებელია სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლები,
ხოლო მეორე და მესამე ღერძზე მოსაწესრიგებელია მიერთებები და ეზოში
შესასვლები“. - აღნიშნულია საპროექტო წინადადებაში
მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული მესამე ტენდერის მიხედვით, 654
100 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი სოფელ დიდ მუღანლოში შიდა გზების
რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის.
“არსებული საპროექტო მონაკვეთი მდებარეობს მარნეულის
ადმინისტრაციულ ერთეულში და წარმოადგენს სოფელ დიდი მუღანლოს შიდა
გზებს, რომელიც შედგება ხუთი ღერძისაგან. ღერძი 1-ის სიგრძე
შეადგენს-773 მეტრს, ღერძი 2-ის სიგრძე შეადგენს-240 მეტრს, ღერძი
3-ის სიგრძე შეადგენს-382 მეტრს, ღერძი 4-ის სიგრძე შეადგენს-180
მეტრს, ხოლო ღერძი 5-ის სიგრძე შეადგენს207 მეტრს ხუთივე მონაკვეთი
მთლიანად მოხრეშილია, რომლებიც მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ
უბნებში. ხუთივე ღერძზე მოსაწესრიგებელია მიერთებები და ეზოში
შესასვლები, სანიაღვრე სისტემის მოწყობა პროექტით გათვალისწინებული არ
არის”. - აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში
მერიის მიერ გამოცხადებულ სამივე ტენდერში მონაწილეობის მიღება
კომპანიებს 26-დან 31 მარტამდე პერიოდში შეეძლებათ.
სამივე პროექტისათვის გამოყოფილი თანხა სრულიად მარნეულის 2026 წლის
ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
რადიო “მარნეული”