მარნეულის მერის ძმის, ქენან ისმაილოვის აღკვეთი ღონისძიების
სასამართლო სხდომა დღეს,
8 აპრილს, მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში გაიმართა.
ქენან ისმაილოვის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე პროკურატურამ
სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. რადიო
“მარნეულის” ინფორმაციით, მოსამართლე გვანცა ჩიქოვანმა პროკურატურის
შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ისმაილოვი წინასწარ პატიმრობაში
დატოვა.
უფლებადამცველის, სამირა ბაირამოვას მიერ გავრცელებული
ინფორმაციის მიხედვით, ისმაილოვების ოჯახი სასმართლოს გირაოს სახით
100 000 ლარს სთავაზობდა, რა შუამდგომლობაც სასამართლომ არ
დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერის ძმა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 6
აპრილს დააკავეს.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვოთ, პროკურატურამ
მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების
ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების
ფარგლებში დადგინდა, რომ 2026 წლის 6 აპრილს, მარნეულის
მუნიციპალიტეტში, ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით მომხდარი
შელაპარაკების გამო, ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად, ხელკეტების
გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს." -
აღნიშნულია პროკურატურის განცხადწბაში
ქენან ისმაილოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე
ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯგუფურად)
წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შინაგან
საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა
პირების გამოვლენის მიზნით.
ბოლო დღეების განმავლობაში მარნეულში ვრცელდება ინფორმაცია, რომ
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის, მამის კოპმანია კონკურენტებს პურის
ფასების გაზრდას აიძულებს. ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული
მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი. უფლებადამცველის, სამირა
ბაირამოვას მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისმაილოვმა და
მისმა გარემოცვამ ფიზიკურად იძალადეს ერთ-ერთი პურის საცხობის
მფლობელზე, რადგან ის პურის ფასის ზრდას არ თანხმდებოდა.