დღეს, 10 აპრილს, მარნეულის იმამ ალის მეჩეთში აიათოლა სეიდ ალი
ხამენეის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით
ლოცვა გაიმართება. „იმამ ალის საქველმოქმედო ფონდის“ ინფორმაციით,
შეკრება ჯუმა ნამაზის დასრულებისთანავე დაიწყება.
მეჩეთის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ცერემონიაზე დასწრება ნებისმიერ
მსურველს შეუძლია. ადგილზე სასულიერო პირები შეიკრიბებიან,
წაიკითხავენ ლოცვებს და რელიგიურ
გამოსვლებსაც მოუსმენენ.
შეგახსენებთ, რომ ირანის უმაღლესი რელიგიური ლიდერი აიათოლა ხამენეი
მიმდინარე წლის 28 თებერვალს, თეირანში, საკუთარ რეზიდენციაზე
განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა. იგი ირანს 1989
წლიდან მართავდა.