შაუმიანში შიდა გზების რეაბილიტაციისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ შაუმიანში შიდა გზის ( N5 და გზა N6 ) რეაბილიტაციის ტენდერი ხალახლა გამოცხადდა. პირველ ტენდერში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია და ის არშემდგარად გამოცხადდა.

მერიის მიერ გამოცხადებული 77`540 ლარიანი სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაო ადგილები უნდა იქნას უზრუნველყოფილი სამუშაოს წარმოებისათვის საჭირო უსაფრთხო ინვენტარით. სამუშაოს დაწყების წინ მუშები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეციალური ტანსაცმლით და ფეხსაცმლით.

მშენებლობის

ყველა ქვედანაყოფი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ პირველადი დახმარების მედიკამენტებით. მუშებისათვის, რომელთა სამუშაო დაკავშირებულია ტოქსიკურ მასალებთან, საჭიროა მუდმივი მედპერსონალის ზედამხედველობა.

“საპროექტო ობიექტი მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ კი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. პროექტით გათვალისწინებულია სოფელ შაუმიანში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.დღევანდელი მდგომარეობით სოფლის შიდა გზები, სადაც არ განხორციელებულა სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმოადგენს პერიოდულად მონახრეშ, გრუნტისა და ხრეშის ნარევის საფარის მქონე გზებს, რომლებიც წვიმის პერიოდში ტალახდება და პრობლემას და დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებაში.” - წერია ტენდერის დოკუმენტაციაში.

დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს მოქმედი სტანდარტების, ნორმების, ინსტრუქციების და რეკომენდაციების სრული დაცვით. სამუშაოების წარმოებისას გზაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობა.

ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციისათვის საჭიროა ტრანსპორტის მოძრაობის მართვა, საგზაო მაჩვენებლების, გამაფრთხილებელი და მიმმართველი საგზაო ნიშნების დაყენება სადაც მიმდინარეობს სამუშაოების წარმოება.

ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 25-28 აპრილის პერიოდში შეეძლებათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები