მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით ცხადდება
ვიდეოკონკურსი „მარნეული - სუფთა გარემოსთვის“,
რომელსაც დედამიწის დღესთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი კვირეულის
ფარგლებში წარადგენენ. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ
გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა 14-29 წლამდე ასაკის
ადამიანებს შეეძლებათ.
“გაქვს იდეა, როგორ დავიცვათ ჩვენი გარემო? გადაიღე კრეატიული
ვიდეო, სადაც წარმოაჩენ: გარემოს დაცვის მნიშვნელობას; პრობლემებს და
მოგვარების გზებს; პირად მესიჯებს საზოგადოებისთვის; გამარჯვებულს
ელის სპეციალური პრიზი” - წერს
მუნიციპალიტეტი
მონაწილეობის პირობები:
- თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ვიდეო;
- ვიდეორგოლების გამოგზავნა შესაძლებელია 21 აპრილის ჩათვლით;
- ვიდეო უნდა იყოს ორიგინალური და არ არღვევდეს საავტორო
უფლებებს;
- ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს;
- შინაარსი უნდა ეხებოდეს მხოლოდ გარემოს დაცვას;
- ვიდეო არ უნდა შეიცავდეს მხოლოდ ფოტო კოლაჟს;
- ვიდეოსთან ერთად უნდა მიუთითოთ : სახელი, გვარი, ასაკი,
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
ნამუშევარი უნდა გადააგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
; ნებისმიერი კითხვის არსებობის
შემთხვევაში კი დარეკეთ: 551 34 34 54