საქართველოს მწვანე საზოგადოებამ მოსწავლეებისთვის მოთხრობების კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს მწვანე საზოგადოება მოსწავლეებს მოთხრობების კონკურსში მონაწილეობისკენ იწვევს. კონკურსის მიზანია ახალგაზრდების შემოქმედების ხელშეწყობა და დამოკიდებულებებთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება.

კონკურსზე წარდგენილ მოთხრობებში უნდა იყოს ასახული თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების, აზარტული თამაშებისა და ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება, მათი უარყოფითი შედეგები და ამ დამოკიდებულებებისგან თავის დაღწევის გზები.

წარდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური და სამი საუკეთესო მოთხრობა დაჯილდოვდება I, II და III ადგილებით.

საპრიზო ფონდი

შემდეგია:
  • I ადგილი – 700 ლარი და დიპლომი
  • II ადგილი – 500 ლარი და დიპლომი
  • III ადგილი – 300 ლარი და დიპლომი
გარდა ამისა, 7 შერჩეულ მონაწილეს გადაეცემა წახალისების საჩუქრები. კონკურსში გამორჩეული საუკეთესო 10 მოთხრობა დაიბეჭდება წიგნის სახით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. მოთხრობები უნდა იყოს Word ფორმატში, Times New Roman შრიფტით, 12 ზომით და უნდა გაიგზავნოს 2026 წლის 31 მაისამდე ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 555 96 18 68; 574 68 44 77.

შენიშვნა: მოთხრობები არ უნდა იყოს დაწერილი ხელოვნური ინტელექტის (ChatGPT) გამოყენებით, უნდა იყოს ახალი და ადრე არც დაბეჭდილი და არც ელექტრონულად გამოქვეყნებული. ავტორის სახელი, გვარი, სკოლა, კლასი და საკონტაქტო ნომერი უნდა მიეთითოს ტექსტის ბოლოს.

საქართველოს მწვანე საზოგადოება ყველა მონაწილეს წარმატებას უსურვებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები