მარნეულში სკოლას დაახლოებით 1200 მეთორმეტეკლასელი ამთავრებს
მარნეულის მუნიციპალიტეტში 2025-2026 სასწავლო წელს დაახლოებით 1200 მეთორმეტეკლასელი ამთავრებს.

როგორც რადიო მარნეულს ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენელმა, ირმა დავაძემ განუცხადა, მუნიციპალიტეტში არსებული 74 საჯარო

სკოლიდან 55 საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ 20 მაისს დაირეკება. პირველკლასელები სასწავლო პროცესს 27 მაისს დაასრულებენ, ხოლო დანარჩენი მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები