მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულების
თარიღები ცნობილია.
ადგილობრივი რესურსცენტრის ინფორმაციით, მეთორმეტე კლასელებისთვის
„ბოლო ზარი“ 20 მაისს დაირეკება. პირველკლასელები სწავლას 27 მაისს
დაასრულებენ, ხოლო დანარჩენი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 15
ივნისს დასრულდება.
მუნიციპალიტეტში 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, მათგან 55 საშუალო
საფეხურისაა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკოლებში პირველკლასეთა რეგისტრაციის მეორე
ეტაპი.
II ეტაპი - მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა
2026
წლის 21 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით განხორციელდება.
ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს
სასურველ სკოლაში; რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია;
რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ
კლასში.
წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას უზრუნველყოფს
საჯარო სკოლა.
III ეტაპი - ტერიტორიული პრინციპით ონლაინ რეგისტრაცია - 2026 წლის 15
მაისიდან 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება; რეგისტრაცია განხორციელდება
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე
registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი
წარმომადგენელი.
საჯარო სკოლებში III ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის
ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2026 წლის
27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით.
IV ეტაპი - საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისიდან
დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას
უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი
დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით
განხორციელდება. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების
განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია
ავტომატურად გაუქმდება.