რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო ჭა ამოივსო და დაბინძურებული წყალი ქუჩაში იღვრება

მარნეულში, რუსთაველის ქუჩის N66-ში, საკანალიზაციო სისტემაში წარმოქმნილმა გაუმართაობამ არაერთი პრობლემა გამოიწვია.


საკანალიზაციო ჭის ამოვსების შედეგად, დაბინძურებული წყალი ქუჩაში იღვრება, რამაც ტერიტორიაზე წყლის გუბეები და უსიამოვნო სუნი წარმოქმნა.

ვინაიდან აღნიშნული ადგილი აქტიური ზონაა და იქ ყოველდღიურად უამრავი ქვეითი, მათ შორის მოხუცები, ბავშვები და ახალგაზრდები გადაადგილდებიან, ადგილობრივებს

მიმოსვლა მნიშვნელოვნად უჭირთ. ანტისანიტარიულმა მდგომარეობამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.


@marneulifm ⭕Marneuli şəhərinin Rustaveli küçəsi, 66 ünvanında kanalizasiya sistemində yaranan nasazlıq ciddi problemlərə yol açıb. Kanalizasiya quyusunun daşması nəticəsində çirkli sular küçəyə axır, ərazidə su gölməçələri və xoşagəlməz qoxu yaranıb. 👉Sözügedən ərazi hər gün yaşlılar, uşaqlar və gənclər də daxil olmaqla, çox sayda piyadanın hərəkət etdiyi aktiv zona olduğu üçün sakinlər gediş-gəlişdə böyük çətinlik çəkirlər. #Gürcüstan #Dövlət #Hökumət #Problem #Əhali #Sakinlər #Marneuli ♬ "Marneuli" radiosu - orijinal ses - "Marneuli" radiosu

საკითხთან დაკავშირებით რადიო „მარნეული“ მარნეულში მერის წარმომადგენელს, ელჩინ ჯაფარლის დაუკავშირდა. არაერთი სატელეფონო ზარის მიუხედავად, მერის წარმომადგენელი ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.




















 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები