მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ადმინისტრაციული შენობისთვის
ჰიგიენურ-სანიტარული ნივთების სახელმწიფო შესყიდვას აცხადებს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 475 ლარს შეადგენს.
ტენდერი მოიცავს სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო და დასუფთავების
ინვენტარს, მათ შორის:
- 10-ლიტრიან პლასტმასის ვედროებს 20 ცალს;
- უნიტაზის ჯაგრისებს სადგამით 12 ცალს;
- საკანალიზაციო სატუმბებს (ვანტუზებს) 7 ცალს;
- იატაკის ჯოხებს;
- პლასტმასის ხელის აქანდაზებს;
- ცოცხებს აქანდაზით 12 ცალს.
წინადადებების მიღება 2026 წლის 13 მაისს დაიწყება და
15 მაისს, 12:00
საათზე დასრულდება.
მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღეა.
აღსანიშნავია, რომ მერია მსგავსი სახის ტენდერებს წლების განმავლობაში
ხშირად გამარტივებული შესყიდვის წესით ახორციელებდა.