მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია აზერბაიჯანულენოვანი
მოსახლეობისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა მიზნით გეგმავს მედია
მომსახურების შესყიდვას,
რომელიც გულისხმობს ყოველკვირეული პერიოდული გამოცემის (გაზეთის)
საშუალებით მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და ქვეყანაში მიმდინარე
პროცესების შესახებ საინფორმაციო მასალების აზერბაიჯანულ ენაზე
გამოქვეყნებას.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის მიზანია
აზერბაიჯანულენოვანი ყოველკვირეული გაზეთის შეძენა -
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის
საქმიანობის, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის მოთხოვნით,
პერიოდულად, გამოსაქვეყნებელი მასალის ბეჭდვით გამოცემაში განთავსება
აზერბაიჯანულ ენაზე.
მსგავსი სახის მოსახურება მარნეულის მერიას გასულ წლებში გაზეთ
“Gürcüstan”-თან ჰქონდა გაფომებული. ჯერჯერობით, უცნობია მიიღებს თუ
არა იგივე გაზეთი ტენდერში მონაწილეობას, ან რა თანხაზე გაფორმდება
ხელშეკრულება.
როგორც რადიო მარნეულს, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილებაში უთხრეს, გაზეთები განკუთვნილი იქნება იმ
მოსახლოეობისათვის, რომლებსაც ენობრივი ბარიერი აქვთ და თანამედროვე
ტექნოლოგიებზე ხელი არ მიუწვდებათ.
გაზეთები ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის რწმუნებულებს გადაეცემათ და
მოსახლეობას მათგან შეეძლებათ ბეჭდური მედიის აღება.
მუნიციპალიტეტის განმარტებით, წინა ხელშეკრულებების ფარგლებში
ყოველკვირეულად სოფლებში გაზეთის დაახლოებით 100 ეგზემპლარს
ანაწილებდნენ.
აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება 8 მაისს სრულდება.