შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
მარნეულის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი
პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად
ირანის მოქალაქე მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავეს.
ბრალდებულის პირადი და მის მართვაში არსებული სატვირთო ავტომობილის
დეტალური დათვალიერების შედეგად
ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება — „მეთადონის“ შემცველი 13 128
აბი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.