სეიდ მირთაღი ასადოვმა ახალი პატრიარქის არჩევა საქართველოს სულიერ და რელიგიურ ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისად შეაფასა
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარემ, სეიდ მირთაღი ასადოვმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ III შიო მუჯირს არჩევა მიულოცა. მან ახალი პატრიარქის არჩევა საქართველოს სულიერ და რელიგიურ ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისად შეაფასა.

„ბისმილაჰირ-რაჰმანირ-რაჰიმ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ კათოლიკოს-პატრიარქად III შიო მუჯირის არჩევასთან დაკავშირებით გულითადად გილოცავთ.
ამ მნიშვნელოვან და პასუხისმგებლობით სავსე თანამდებობაზე თქვენს არჩევას საქართველოს სულიერ

და რელიგიურ ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისად ვაფასებთ და ყოვლადმოწყალე ღმერთს ვთხოვთ, მოგანიჭოთ სიბრძნე, მტკიცე ნება და წარმატებული მსახურება.

საქართველოში, სადაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა რელიგიის, ერისა და კულტურის წარმომადგენლები ურთიერთპატივისცემისა და თანაცხოვრების პირობებში ცხოვრობდნენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რელიგიათაშორის დიალოგს, ურთიერთნდობასა და სულიერ ერთიანობას. გვჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობა, ძმობა, რელიგიური ტოლერანტობა და საყოველთაო ადამიანური ღირებულებები კიდევ უფრო განმტკიცდება.

მუსლიმურ და ქრისტიანულ თემებს შორის ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და მშვიდობის კულტურის განვითარება ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და სულიერი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანი წვლილია. ამ წმინდა მისიაში წარმატებას გისურვებთ და ვლოცულობთ საქართველოს კეთილდღეობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხის მშვიდობისთვის.

ყოვლადმოწყალე ღმერთს ვთხოვთ თქვენთვის ხანგრძლივ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ნაყოფიერ მსახურებას“,
– ნათქვამია მილოცვის წერილში.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი III შიო მუჯირი ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი გახდა. ახალმა პატრიარქმა 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა, ხოლო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა 7 ხმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 93 წლის ასაკში, 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ხელმძღვანელის არჩევის საკითხი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები