26 მაისის ღონისძიებისთვის მარნეულის მერია ცხვრის ფასს იკვლევს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულის დასაჯილდოებლად ცხვრის (ჭედილა) შეძენას გეგმავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით თვითმმართველობამ ბაზრის კვლევა უკვე გამოაცხადა და ცხვრის შესყიდვისთვის ფასებს იკვლევს. ტენდერის პირობების მიხედვით, მერია ერთ ცხვარს

შეიძენს, რომლის წონა არანაკლებ 40 კილოგრამი უნდა იყოს.

დოკუმენტაციის თანახმად, დაინტერესებულ პირებს ფასების წარდგენა 15-18 მაისის პერიოდში შეეძლებათ.

ამ ეტაპზე მარნეულის მერიას ჯერ არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია მუნიციპალიტეტში 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები