საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს ქვემო ქართლის პოლიციის
დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, თურქეთის
რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
დაკავებული მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე
იძებნებოდა და მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა
შეფარდებული. ასევე, იგი
ინტერპოლი-ს წითელი ცირკულარით საერთაშორისო
დონეზე იძებნებოდა, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების
მოთხოვნის საფუძველზე.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
ძებნილი პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი-ში დააკავეს.
ამჟამად დაკავებული სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაშია
შესახლებული.