მარნეულის მერიამ ჰიგიენური საშუალებების შესაძენად 772 ლარის ხელშეკრულება გააფორმა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ჰიგიენური და საწმენდი საშუალებების შესაძენად 772 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

შესყიდვა გამარტივებული წესით, ბაზრის კვლევის საფუძველზე შესრულდა.

შესყიდვა მოიცავს ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის ნაგვის პოლიეთილენის პაკეტებს, საპონს, ქაღალდის ხელსახოცებს, ჰაერის გამწმენდ საშუალებებს, ასევე სარეცხ და ჭურჭლის სარეცხ საშუალებებს.

ტენდერში მოცემული ინფორმაციით, შესყიდვამდე ბაზრის კვლევა ჩატარდა, რომელშიც შვიდი კომპანია მონაწილეობდა.

მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება მუნიციპალიტეტმა შ.პ.ს. ,,თუმანიშვილი და კომპანია“-სთან გააფორმაზ და მას 772 ლარი გადაუხადა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები