ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო პროფესიული
აზერბაიჯანული დრამატული თეატრი საქართველოს
კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2–6 ივნისს ქვეყნის
სხვადასხვა რეგიონში გასტროლზე იმყოფებოდა.
თეატრის დასმა მაყურებელს წარუდგინა რაფიელ ერისთავის ნაწარმოების
„ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“ და აზიზ ნესინის „მომკალი, ჩემო
საყვარელო“ მიხედვით დადგმული სპექტაკლები.
ხულოსა და ხელვაჩაურის კულტურის ცენტრებში წარმოდგენილი სპექტაკლი
„ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“ მაყურებელმა დიდი ინტერესით
მიიღო. სპექტაკლი
დადებითად შეფასდა და აპლოდისმენტებით დასრულდა.
დადგმის რეჟისორია თეატრის დირექტორი თურქაი ველიზადე.
ასევე, ქობულეთსა და ქედაში წარმოდგენილი იყო აზიზ ნესინის
ნაწარმოების „მომკალი, ჩემო საყვარელო“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი,
რომელმაც მაყურებლისგან დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
სპექტაკლის რეჟისორია გიორგი აფხაზავა.
ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო პროფესიული
აზერბაიჯანული დრამატული თეატრის დირექტორია თურქაი ველიზადე.