ბოლნისში პირველად ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი
კიკბოქსინგსა და ტაიბოქსინგში.
შეჯიბრება 3–6 ივნისს ბოლნისის სპორტის სასახლეში გაიმართა.
33-ე ეროვნულ ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან
დაახლოებით 200 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირის მთავარი მიზანია
ახალგაზრდებისა და ბავშვების მავნე ჩვევებისგან დაცვა და სპორტისადმი
ინტერესის გაზრდა.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო
ქოშაქილისა სოფელში მოქმედი „იმან კიკბოქს კლუბის“ სპორტსმენებიც.
კლუბის მთავარმა მწვრთნელმა შაჰინ ბახტიაროვმა განაცხადა,
რომ
სპორტსმენებმა ხანგრძლივი ვარჯიშის შედეგად წარმატებას მიაღწიეს.
მისი თქმით, ტურნირში მონაწილე 10 სპორტსმენიდან 6-მა პირველი ადგილი
დაიკავა, 3-მა მეორე ადგილი, ხოლო 1-მა მესამე ადგილი.
„ვულოცავ ქოშაქილისა და სარაჩლის სოფლების
მოსახლეობას,“ - აღნიშნა მთავარმა მწვრთნელმა.
ჩემპიონატის ბოლოს გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით
დააჯილდოვეს.