სადახლოს საბაჟოზე 21 000 ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“, კანონდარღვევის ორი ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, 100 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

საქონელი კანონდამრღვევ მოქალაქეებს ბარგში მალულად ჰქონდათ მოთავსებული. დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 21 002 ლარი შეადგინა.



ორივე მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ჯამში

21 002 ლარით დაჯარიმდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები