„სადახლო-საავტომობილო“ და „ნინოწმინდა“ საბაჟო პუნქტებზე ვარდებით დატვირთული ორი ავტომობილი შეაჩერეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სადახლო-საავტომობილო“ და „ნინოწმინდა“ უცხო ქვეყნიდან შემოსული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.

უწყების ინფორმაციით, ავტომობილები 22 290 ცალ მოჭრილ ვარდს გადაჰქონდა.

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საქონელში საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.

კერძოდ, მცენარეებზე აღმოჩენილი იყო ცოცხალი მავნე ორგანიზმები და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებები.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები