ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ
პუნქტებზე „სადახლო-საავტომობილო“
და „ნინოწმინდა“ უცხო ქვეყნიდან შემოსული ორი ავტოსატრანსპორტო
საშუალება შეაჩერეს.
უწყების ინფორმაციით, ავტომობილები 22 290 ცალ მოჭრილ ვარდს
გადაჰქონდა.
სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას,
საქონელში საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა
გამოვლინდა.
კერძოდ, მცენარეებზე აღმოჩენილი იყო ცოცხალი მავნე
ორგანიზმები და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებები.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების
შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას
დაექვემდებარა.