დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეცხი მანქანა და წყლის
გამაცხელებელი 1 100 ლარად შეიძინა.
ტექნიკა ადგილობრივმა თვითმმართველობამ ინდივიდუალური მეწარმის,
იზოლდა ოგნაძისგან, იყიდა.
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, მუნიციპალიტეტმა
5-კილოგრამიანი სარეცხი მანქანა და 12-ლიტრიანი, ორკამერიანი გაზის
წყლის გამაცხელებელი შეიძინა.
როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში რადიო „მარნეულს“
განუცხადეს, ტექნიკა ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა.
დოკუმენტის თანახმად, ტექნიკის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან
არაუგვიანეს 5
სამუშაო დღეში უნდა განხორციელდეს. მიწოდების ადგილად
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაა განსაზღვრული.
შესყიდვა გამარტივებული წესით, ჩატარებული ბაზრის კვლევის საფუძველზე
განხორციელდა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სარეცხ მანქანაზე
2-წლიანი, ხოლო გაზის წყლის გამაცხელებელზე 6-თვიანი გარანტია
ვრცელდება.