10 სპორტსმენის ფულადი ჯილდოთი წახალისებას მარნეულის საკრებულომ მხარი დაუჭირა
13 ივლისს გამართულ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების ფინანსური წახალისების საკითხზე.

საკითხი საკრებულოს განსახილველად მარნეულის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელმა იოანე ლაშხმა წარუდგინა და დეპუტატებს თანხმობა სთხოვა.

„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 2-6 ივლისს ქალაქ ბათუმში გამართულ საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ქვემო ქართლის ნაკრების შემადგენლობაში მარნეულელმა სპორტსმენებმა მიაღწიეს წარმატებას. ანდრია ჯალაბაძემ, გაბრიელ ფანგანმა ქართულ ჭიდაობაში, ხოლო ანდრო პაპუნაშვილმა და ლიზა დავაძემ ძიუდოში, ქვემო ქართლის ნაკრების

შემადგენლობაში დაიკავეს მეორე ადგილები. ჰაბიჯა შაშმიევამ ტაეკვანდოში დაიკავა მესამე ადგილი. ხოლო, დიმიტრი ტაბატაძემ, იოანე ხარშილაძემ და ვალოდია იბრაგიმოვამ მოიპოვეს ადგილი ქვემო ქართლის ნაკრებში მარნეულელმა სპორტსმენებმა საკუთარი ასპარეზობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ოლიმპიურ ფესტივალზე ქვემო ქართლის გუნდის წარმატებაში. ასევე მოგახსენებთ, რომ მარნეულელმა სპორტსმენებმა, ილმაზ მიქაილოვმა გაიმარჯვა იტალიაში გამართულ უშუს მე-17 საერთაშორისო ტურნირში და 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა. ხოლო გიორგი მირზოვმა გაიმარჯვა კრივის „Max Fights-ის“ ღონისძიებაზე, გამართულ ორთაბრძოლაში და მანაც მოიპოვა ჩემპიონობა. ზემოაღნიშნული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მოტივაციის ამაღლების მიზნით, მერის გადაწყვეტილებით, გვინდა წავახალისოთ ფინანსურად.
ხოლო ბატონი ვასილ ხახულაშვილის ინიციატივით, დემეტრე გულბანი მიემატა ამ სიას ჭიდაობაში ძიუდოში საქართველოს ჩემპიონობით გაითქვა მან სახელი. “
– თქვა იოანე ლაშხმა.

საკრებულოზე არ უთქვამთ თუ რა თანხას გადასცემენ მარნეულელ სპორტსმენებს. ფულად ჯილდოს მარნეულის მერია განსაზღვრავს,

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები