მარნეულის მერია „მარნეულობა 2026“-ის ღონისძიების ორგანიზებისთვის
218 326 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა
ქართული, აზერბაიჯანული, სომხური და ბერძნული კუთხეები, კულინარიული
მასტერკლასები, საბავშვო გასართობი სივრცე, სპორტული აქტივობები და
სხვა გასართობი პროგრამები.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 218 326 ლარია, რაც 2025 წლის
„მარნეულობის“ ორგანიზებისთვის გამოყოფილ 198 788 ლარს 19 538 ლარით
აღემატება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვა მოიცავს კულინარიული
კუთხეებისა და მასტერკლასებისთვის საკვები პროდუქტების შეძენას,
საბავშვო გასართობი სივრცისა და შესაბამისი ინსტალაციების მოწყობას,
ასევე სპორტული ღონისძიებებისთვის საჭირო ინვენტარის უზრუნველყოფას.
პროგრამაში გათვალისწინებულია ქართული ჭიდაობის, მკლავჭიდისა და
მშვილდოსნობის შეჯიბრებები.
ღონისძიების ფარგლებში ასევე იგეგმება შემოდგომის კუთხის მოწყობა,
სადაც მოძრავი თონისა და მცხობელის დახმარებით პური გამოცხვება, ხოლო
აზერბაიჯანული ფათირის მოსამზადებლად შესაბამისი ინვენტარი და
მცხობელი იქნება უზრუნველყოფილი.
ტენდერი ასევე ითვალისწინებს 30-40 კვადრატულ მეტრზე ქართული,
აზერბაიჯანული, სომხური და ბერძნული კუთხეების მოწყობას, მათ შორის
სომხური თემისთვის დამახასიათებელი დეკორაციების დამზადებას. გარდა
ამისა, მოეწყობა ფოტოსივრცე გიფერის აპარატითა და მომსახურე
პერსონალით, ასევე გათვალისწინებულია სხვა საორგანიზაციო
მომსახურებებიც.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 19 ივლისს დაიწყება და 22
ივლისს, საათზე დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის
მიხედვით,
გამარჯვებულმა კომპანიამ მომსახურება ხელშეკრულების გაფორმების
შემდეგ, 2026 წლის 15-30 სექტემბრის პერიოდში უნდა უზრუნველყოს.