მოხარშული დედალი, ყაურმა, ხინკალი - დმანისში „გომარეთობა 2026“-ისთვის მერია 3 205 ლარის პროდუქტებს ყიდულობს
დმანისის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული გომარეთობა აღინიშნება. ღონისძიებისთვის მზადების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ ქართული კულინარიული და გასტრონომიული გამოფენის ორგანიზებისთვის საჭირო პროდუქტების შესყიდვაზე 3 205 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე მანანა ხორგუანთან გააფორმა.

შესყიდვა მოიცავს:

• 8 კგ სახინკლე ფარშს – 320 ლარი;
• 20 კგ ბატკნის ხორცს – 900 ლარი;
• 80 კგ საყაურმე და სამწვადე

ღორის ხორცს – 1 760 ლარი;
• 5 ცალ მოხარშულ დედალს – 225 ლარი.

გომარეთობა დმანისის მუნიციპალიტეტში 16 ივლისს აღინიშნება.

როგორც მერის, კობა მურადაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღონისძიების დეტალებში ვკითხულობთ, “გომარეთობაზე” კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „ქციელები“ და ხვიჩა მაღლაკელიძე. ღონისძიების წამყვანები იქნებიან დავით ბეკოშვილი და რომან ქერქაძე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები