მარნეულში მომხდარი მკვლელობის დეტალები ცნობილია
მარნეულში მომხდარი მკვლელობის დეტალები გახდა ცნობილი. რადიო „მარნეულის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შემთხვევა დილის საათებში მოხდა.

20 წლამდე ასაკის ახალგაზრდამ 50 წლის მამა, ავთანდილ მამედოვი, სახლში მოკლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა კაცი აქამდე თურქეთში ცხოვრობდა და საქართველოში ახლახანს დაბრუნდა.

ახლობლების თქმით, შემთხვევის დროს ისინი სახლში

მარტონი იმყოფებოდნენ. ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი, რა იარაღით არის მკვლელობა ჩადენილი ან როგორ განვითარდა მოვლენები, ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. ამჟამად ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები