იმირში "გადაჭრილ გორაზე" ტერიტორიის ნაწილს შემოღობავენ
მარნეულის მუნიციპალიტეტი „გადაჭრილი გორას“ არქეოლოგიური კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვის მიზნით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას 1500 ლარად გეგმავს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის ძირითადი ამოცანა არქეოლოგიური კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილობრივი შემოღობვაა მავთულბადით, რაც სავარაუდოდ 70 გრძივ მეტრს მოიცავს. გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებული იქნება საპროექტო ობიექტი ადგილზე შეისწავლოს და მუშა ნახაზების შედგენამდე შემსყიდველთან შეათანხმოს საპროექტო გადაწყვეტა, ძირითადი პარამეტრები და გამოყენებული მასალები.

“პროექტსა

და ხარჯთაღრიცხვას ცალ-ცალკე უნდა ახლდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი საექსპერტო დასკვნა დედანის სახით. “


სამუშაოების მიმდინარეობისას პროექტის ავტორმა ობიექტს საავტორო ზედამხედველობა უნდა გაუწიოს.

იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობის პროცესში გაუთვალისწინებელი დამატებითი სამუშაოების შესრულება ან პროექტში ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო, შემსრულებელი ვალდებულია დამატებითი საპროექტო დოკუმენტაცია ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, 10 სამუშაო დღის ვადაში მოამზადოს. პროექტის მთლიანი ღირებულება სავარუდოდ 10 000 ლარია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები