300 ბავშვისთვის სასკოლო ნივთების შესაძენად მარნეულის მერიამ თითოზე 27.96 ლარი გამოყო
მარნეულის მერია, 2026 წლის სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით, სოციალურად შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) მოსწავლეების დასახმარებლად სახელმწიფო შესყიდვას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, სასკოლო ნივთები 300 ბავშვს დაურიგდება. ჯამური ბიუჯეტი 8 389 ლარს შეადგენს, რაც თითო ბავშვზე 27.96 ლარია.

სასკოლო ნივთების ჩამონათვალი:
  • ჩანთა-ზურგჩანთა სასკოლო (300 ცალი)
  • რვეული ცალხაზიანი (900 ცალი, არანაკლებ 48 ფურცლიანი)
  • რვეული უჯრიანი (900 ცალი, არანაკლებ

    48 ფურცლიანი)
  • ფერადი ფანქრები (300 შეკვრა, არანაკლებ 24 ფერი)
  • ფერადი სახატავი ფურცელი (300 შეკვრა, არანაკლებ 12 ფერი)
  • გამჭვირვალე სახაზავი (300 ცალი, არანაკლებ 20 სმ)
  • საშლელი (300 ცალი)
  • სათლელი (300 ცალი)
  • სასკოლო პენალი (300 ცალი, ნაჭრის)
  • ფანქარი (300 ცალი, საშლელის გარეშე, სირბილე 4B)
  • ბურთულიანი კალამი (300 ცალი, ლურჯი, 1.0 მმ)
  • ნაირფუნქციური კალამი (300 ცალი, არანაკლებ 5 ფერი)
  • მაკრატელი (300 ცალი, არანაკლებ 130 მმ)

აღსანიშნავია, რომ ტენდერში მონაწილეობა უკვე მიიღო ერთადერთმა კომპანიამ “შპს კომპანია GEOSM”, რომელმაც მარნეულის მერიას აღნიშნული ნივთების მიწოდება 8 133 ლარად შესთავაზა. ამ ეტაპზე, პრეტენდენტის შერჩევა შეფასება მიმდინარეობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები