მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში ანაზღაურებადი
სტაჟირება გამოცხადდა.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი
სექტემბრიდან ათი სექტემბრის ჩათვლით,
www.vacancy.hr.gov.ge-ზე შეუძლიათ.
სტაჟირების შესახებ ისაუბრა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან
გიორგაძემ 2 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე და მსურველებს
აქტიურობისკენ მოუწოდა.
“იცით რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,
ქვეყნის მასშტაბით 3400-ზე მეტ ვაკანტურ ადგილზე 3 თვიანი
ანაზღაურებადი სტაჟირებაა გამოცხადებული.
აღნიშნული კონკურსის ფერგლებში, ჩვენი მუნიციპალიტეტის მერიასა და
საკრებულოში სულ 16 ვაკანსიაა. ვფიქრობ, ძალიან კარგი შესაძლებლობაა
და გვაქვს პრეცედენტი, ჩვენ გასულ წელს ამ პროგრამის ფარგლებში
ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი, აისუნ ორუჯოვა ავიყვანეთ და დღეს
ჩვენი თანამშრომელია.” - თქვა ამირან გიორგაძემ.
სტაჟირება შემდეგ მიმართულებებზეა გამოცხადებული:
მარნეულის მერია
- ადმინისტრაციული სამსახური - 3
- საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2
- ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და
მშენებლობის სამსახური - 3
- ზედამხედველობის სამსახური - 2
- ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური - 3
- ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის
სამსახური - 3.
საკებულოს აპარატი
- ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ინოვაციებისა და საერთაშორისო
ურთიერთობების სტაჟიორი
- აპარატის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების
სტაჟიორი
- აპარატის იურიდიულ საკითხთა განყოფილების სტაჟიორი
- ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სტაჟიორი
ანაზღაურება ყველა ვაკანტურ ადგილზე 480 ლარითაა განსაზღვრული.