მერია "მარნეულობა 2026"-ზე მუსიკალურ ნომრებში 41 000 ლარს დახარჯავს
“მარნეულობა 2026”-ის აღსანიშნავად მარნეულის მერია 147`154 ლარს დახარჯავს. ღონისძიების ორგანიზებისათვის მუნიციალიტეტმა ტენდერი 218 326 ლარად გამოაცხადა. მასში მონაწილეობა სამმა პრეტენდენტმა მიიღო და გამარჯვებულად შპს გეოპროფი დასახელდა. კომპანია, რომელმაც მუნიციპალიტეტს ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა.

“გეოპროფთან” გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქართული, აზერბაიჯანული, სომხური და ბერძნული კუთხეები, კულინარიული მასტერკლასები, საბავშვო გასართობი სივრცე, სპორტული აქტივობები და სხვა გასართობი პროგრამები.

მუნიციპალიტეტი 41 000 ლარს მომღერლებს გადაუხის. მათ შორის, მუსიკოსს მოიწვევენ აზერბაიჯანიდან.

აზერბაიჯანიდან მოწვეული მომღერალს 20 000 ლარს გადაუხდიან. - აზერბაიჯანში მოღვაწე პროფესიონალი პოპ. მომღერალი (ქალაბატონი) ჩაწერილი აქვს აზერბაიჯანული სიმღერების 8 ალბომი, სცენაზე დგომის 15 წელიანი გამოცდილება. შეასრულებს აზერბაიჯანულ საავტორო სიმღერებს. მომღერლის ასაკი 40 წელი. აქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება რეპერტუარის ხანგრძლივობა 60 წთ. უზრუნველყოფილია მომღერლის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან და უკან, აგრეთვე მისი დაბინავება 1 ღამით თბილისში 4 ვარსკვლავიან სასტუმროში. (დეტალები და რეპერტუარი შემსყიდველთან შეთანხმებით).

სოლო მომღერალის დაქირავება 4 000 ლარი დაჯდება - 25 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ასრულებს აზერბაიჯანულ ენოვან საესტრადო სიმღერებს, 11 წელი სასცენო მოღვაწეობის გამოცდილებით, ხანგრძლივობა 5 სიმღერა, 20 წუთი, (ასაკი, რეპერტუარი და სხვა დეტალები შემსყიდველთან შეთანხმებით).

მუსიკალური ჯგუფების დაქირავება 12 000 ლარი - ჯგუფის შემადგენლობა 9 მუსიკოსი (მამაკაცი), ჯგუფი ასრულებს საკუთარ საესტრადო, საავტორო სიმღერებს და ქართული სიმღერების ქოვერებს. ჯგუფის რეპერტუარი 60 წთ. (დეტალები და რეპერტუარი შემსყიდველთან შეთანხმებით).

მომღერლის დაქირავება 5 000 ლარი - ქალბატონი, აქვს მუსიკალური განათლება საესტრადო ვოკალის განხრით, მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ კონკურსებში. ასრულებს საესტრადო და ქალაქური ჟანრის სიმღერებს. ასაკი 41 წლის, რეპერტუარის ხანგრძლივობა 35 წუთი. (დეტალები და რეპერტუარი შემსყიდველთან შეთანხმებით).

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვა ასევე მოიცავს კულინარიული კუთხეებისა და მასტერკლასებისთვის საკვები პროდუქტების შეძენას, საბავშვო გასართობი სივრცისა და შესაბამისი ინსტალაციების მოწყობას, ასევე სპორტული ღონისძიებებისთვის საჭირო ინვენტარის უზრუნველყოფას. პროგრამაში გათვალისწინებულია ქართული ჭიდაობის, მკლავჭიდისა და მშვილდოსნობის შეჯიბრებები.

მარნეულობა 2026 სექტემბრის თვეში გაიმართება. ზუსტი დრო, ჯერჯერობით, უცნობია.

გარეკანის ფოტო: მერია, მარნეულობა 2025

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები